21/03/2023 -
თბილისის წიგნის ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია ფოკუს ქვეყნების პროგრამა. 2017 წელს ფესტივალს პირველად ჰყავდა ფოკუს ქვეყანა - ნორვეგია, რომელმაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის სტატუსი 2018 წელს საქართველოსგან გადაიბარა. ფოკუს ქვეყნები სხვადასხვა წლებში იყვნენ გერმანია (2018) და ფინეთი (2019). 2020 წელს ფოკუს ქვეყნის სტატუსი თურქეთს მიენიჭა, თუმცა, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ფოკუს ქვეყნის პროგრამით თურქეთი 2022 წელს, რიგით 24-ე ფესტივალზე წარდგა. 2023 წელს კი ფოკუს ქვეყნის პროგრამას პოლონეთი წარადგენს.