თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ყოველწლიურად მონაწილეობს და წარმოდგენილია როგორც ქართული, ისე უცხოური გამომცემლობები, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები, სახელმწიფო მუზეუმები და ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები. ფესტივალს წლების განმავლობაში საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებიან უცხოელი მწერლები.