გამომცემელთა საერთაშორისო კონფერენცია პირველად თბილისის წიგნის 21-ე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, სადაც სფეროს წარმომადგენლებმა, ქართველმა და საერთაშორისო სტუმრებმა, საავტორო უფლებების, საგანმანათლებლო გამოწვევების, გამოხატვისა და გამოცემის თავისუფლების შესახებ იმსჯელეს. კონფერენცია ფესტივალის ტრადიციულ ნაწილად იქცა და ყოველწლიურად განიხილავს წიგნის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და სიახლეებს.