ერთწლიანი განშორების შემდეგ თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალმა სტუმრებს შეხვედრის ტრადიციულ ადგილას უმასპინძლა

28/06/2021 -

თბილისის წიგნის ოცდამესამე საერთაშორისო ფესტივალი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 2021 წლის 24 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით, ფიზიკური სახით გაიმართა. წიგნის მოყვარულებს ფესტივალმა ტრადიციულად „ექსპო ჯორჯიაში“ უმასპინძლა.

ფესტივალის გახსნის ოფიციალური ცერემონია 24 ივნისს, 11:30 სთ-ზე, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონის მიმდებარედ, გარე სივრცეში, მთავარ სცენაზე გაიმართა. სტუმრებს ვიდეო მიმართვით მიესალმა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი, ბოდურ ალ ქასიმი. გახსნის სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის წარმომადგენლებმა და ფესტივალის მთავარმა ორგანიზატორებმა რუსუდან მოსიძემ, გვანცა ჯობავამ და თინათინ ბერიაშვილმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მწერალთა სახლის დირექტორმა ნატა ლომოურმა, ქალაქ თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ, თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების მენეჯერმა მაშო სამადაშვილმა. ღონისძიებაში მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა და თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე პრეზიდენტმა ისრაფილ ქურალაიმ. მოგეხსენებათ, ფესტივალზე 2020 წლის ფოკუს ქვეყნის სტატუსი თურქეთს მიენიჭა. პანდემიიდან გამომდინარე, აღნიშნული სტატუსით იგი 2022 წლის ფესტივალზე ისარგებლებს. თუმცა, წელს თურქეთის ფოკუს ქვეყნის პროექტის საორგანიზაციო ჯგუფი მცირე დელეგაციით ეწვია ფესტივალს და აქტიური მონაწილეობა მიიღო.

2021 წლის ფესტივალი დამთვალიერებლებს განსაკუთრებული სიხარულითა და მრავალფეროვანი ღონისძიებებით დატვირთული პროგრამით შეხვდა. პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ ფესტივალი ტრადიციულ, ფიზიკურ ფორმატს დაუბრუნდა: 50-ზე მეტი მონაწილე (მათ შორის გამომცემლობები, წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და წიგნთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები); 100- მდე ლიტერატურული ღონისძიების 100-ზე მეტი მონაწილე მწერალი, მთარგმნელი, გამომცემელი, ლიტერატორი და ხელოვანი ფესტივალის მთავარ სცენაზე; ტრადიციული, განსაკუთრებული პროგრამა პატარებისათვის განკუთვნილ სპეციალურ საბავშვო სივრცეში ფესტივალის მეგობარ „თიბისისთან“ ერთად.

2021 წელი განსაკუთრებულია იმითაც, რომ გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია (International Publishers Association – IPA) 125 წლისთავს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალმა მოწვეულ სტუმრებსა და ერთგულ დამთვალიერებელს ისტორიული ონლაინ ღონისძიება წარუდგინა, რომლის ფარგლებშიც, მსოფლიო ასოციაციის სხვადასხვა დროის ოთხმა პრეზიდენტმა ერთ სივრცეში მოიყარა თავი და განიხილა მსოფლიო საგამომცემლო სფეროსათვის საკვანძო თემები, საგამომცემლო ინდუსტრიის უწყვეტი გზა წარსულიდან მომავლისკენ.

2021 წელს, არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა, ღონისძიების ტრადიციულ ფორმატში დასაბრუნებლად, შეიმუშავა უსაფრთხოების საგანგებო პროტოკოლი და ყველა შეზღუდვის მკაცრად გასაკონტროლებლად დამატებითი სამუშაოები ჩაატარა. ფესტივალზე სტუმრობის მსურველთათვის, პავილიონებში მოსული დამთვალიერებლების ნაკადების გასაკონტროლებლად, საჭირო გახდა რეგისტრაცია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის სრულიად ახალ ვებგვერდზე: www.tbilisibookfestival.ge აღნიშნულ საიტზე მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა დეტალურად გაცნობოდა ფესტივალის პროგრამას და მიეღო სხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია ფესტივალის შესახებ.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნის ფესტივალია, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით გულშემატკივარი და დამთვალიერებელი ჰყავს. ფესტივალის მთავარი მიზანია საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, წიგნის ბაზრის რეგიონალიზაცია და საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა. წლების მანძილზე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში წიგნიერების დონის ამაღლებას წარმატებით ართმევს თავს, რაზეც მიანიშნებს ფესტივალის დამთვალიერებლების, მასმედიისა და ახალი მონაწილეების მზარდი რაოდენობა. ფესტივალს ყოველწლიურად 100 000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობს, მონაწილეობს 200-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერები არიან ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და მწერალთა სახლი. ფესტივალის მეგობარია თიბისი.

პროგრამები

თბილისის წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალის პროგრამა

02/06/2024 -

დაიწყო გამომფენების რეგისტრაცია თბილისის წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის!

27/03/2024 -

ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამა 2023

25/05/2023 -

ბლოგერების კონკურსი თბილისის წიგნის 25-ე ფესტივალზე

03/05/2023 -

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ბრუნდება

02/05/2023 -

დაიწყო გამომფენების რეგისტრაცია თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის!

22/03/2023 -

თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალზე ფოკუს ქვეყანა პოლონეთი იქნება

21/03/2023 -

თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალი 25-28 მაისს გაიმართება

25/01/2023 -

უკრაინის მხარდამჭერი გამოფენა თბილისის წიგნის ფესტივალზე

24/05/2022 -

მზადება თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის

02/05/2022 -

თბილისის წიგნის XXIV საერთაშორისო ფესტივალი ბლოგერების კონკურსს აცხდებს

02/05/2022 -

დაიწყო გამომფენების რეგისტრაცია თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის!

21/03/2022 -

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის საჯარო პასუხი უკრაინულ საგამომცემლო-ლიტერატურულ ორგანიზაციებს

04/03/2022 -

თბილისის წიგნის XXIV საერთაშორისო ფესტივალი ფიზიკური ფორმატით 26-29 მაისს გაიმართება

13/01/2022 -

გამომცემელთა ასოციაციებმა და წიგნის ბაზრობებმა ხელი მოაწერეს IPA-ს ქარტიას Პოსტ-კოვიდურ პერიოდში სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით

21/09/2021 -

ბლოგერების კონკურსის მოკლე სია ცნობილია!

17/06/2021 -

თბილისის წიგნის XXIII საერთაშორისო ფესტივალი ბლოგერების კონკურსს აცხდებს

25/05/2021 -

თბილისის წიგნის XXIII საერთაშორისო ფესტივალი 24-27 ივნისს ფიზიკური სახით გაიმართება

20/05/2021 -

ბელარუსიის მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი

27/09/2020 -

თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი 25-27 სექტემბერს ონლაინ ფორმატში გაიმართა

26/09/2020 -