თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის საჯარო პასუხი უკრაინულ საგამომცემლო-ლიტერატურულ ორგანიზაციებს

04/03/2022 -

წამყვანი უკრაინული ლიტერატურული ორგანიზაციების მიერ გავრცელებული საჯარო წერილის Stand With Ukraine პასუხად, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ყველაზე მასშტაბური საგამომცემლო-ლიტერატურული ღონისძიების, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის სახელით გვსურს გაცნობოთ, რომ ჩვენს ფესტივალს არც აქამდე არასდროს უთანამშრომლია რუსეთის სახელმწიფო ორგანიზაციებთან ჩვენს ფესტივალზე რუსეთის ეროვნული სტენდის ორგანიზებისთვის, რადგან არასდროს გვსურდა ჩვენი ფესტივალი გამხდარიყო საქართველოში რუსული პროპაგანდის გავრცელების წყარო. ჩვენთვის, იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლის ტერიტორიების 20%, ძალადობრივი რუსული იმპერიის მიერ ბოლო ოცდაათის წლის განმავლობაში ორგზის განხორციელებული სასტიკი სამხედრო მოქმედებების შედეგად, ოკუპირებულია, და უფრო მეტიც, დღესაც ყოველდღიურად ვხდებით რუსული მცოცავი ოკუპაციის მსხვერპლი, ეს ყოველთვის პრინციპისა და ღირსების საკითხი იყო. ამდენად, ვთანამშრომლობდით მხოლოდ ცალკეულ, დამოუკიდებელ რუსულ გამომცემლობებთან, რომლებიც ინდივიდუალური სტენდებით, გარკვეული პერიოდულობით, მონაწილეობდნენ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე.

თუმცა, დღეს უკრაინაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენი მეგობარი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე რუსეთის მიერ განხორციელებული მასშტაბური ძალადობრივი  ქმედებებისადმი პროტესტის ნიშნად, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება: სრულად გავწყვიტოთ თანამშრომლობა რუს გამომცემლებთან და ამ გზით მაქსიმალურად შევზღუდოთ ჩვენს ქვეყანაში რუსეთის ფედერაციიდან შემოსული ლიტერატურის გავრცელება. მიგვაჩნია, რომ ამ უმძიმეს რეალობაში, როდესაც უკრაინელ ხალხს ბომბების ქვეშ უწევს ცხოვრება და ცივილიზებული სამყაროს მშვიდობიანი მომავალი, თითოეულ უკრაინელს საკუთარი თუ მათთვის ძვირფასი ადამიანების სიცოცხლის ფასად უჯდება, შეუძლებელია კულტურისა და პოლიტიკის ერთმანეთისგან გამიჯვნა. ვფიქრობთ, რომ დღეს კულტურას, ისე როგორც არასდროს, ეკისრება უდიდესი მოვალეობა და პასუხისმგებლობა, ხმა აიმაღლოს, იქცეს მსოფლიო პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად და შესაძლებლობების ფარგლებში, უკრაინელი ხალხის მხარდამხარ იბრძოლოს.

მშვიდობა და გამარჯვება უკრაინის დიდებულ ხალხს!


პროგრამები

თბილისის წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალის პროგრამა

02/06/2024 -

დაიწყო გამომფენების რეგისტრაცია თბილისის წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის!

27/03/2024 -

ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამა 2023

25/05/2023 -

ბლოგერების კონკურსი თბილისის წიგნის 25-ე ფესტივალზე

03/05/2023 -

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ბრუნდება

02/05/2023 -

დაიწყო გამომფენების რეგისტრაცია თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის!

22/03/2023 -

თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალზე ფოკუს ქვეყანა პოლონეთი იქნება

21/03/2023 -

თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალი 25-28 მაისს გაიმართება

25/01/2023 -

უკრაინის მხარდამჭერი გამოფენა თბილისის წიგნის ფესტივალზე

24/05/2022 -

მზადება თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის

02/05/2022 -

თბილისის წიგნის XXIV საერთაშორისო ფესტივალი ბლოგერების კონკურსს აცხდებს

02/05/2022 -

დაიწყო გამომფენების რეგისტრაცია თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის!

21/03/2022 -

თბილისის წიგნის XXIV საერთაშორისო ფესტივალი ფიზიკური ფორმატით 26-29 მაისს გაიმართება

13/01/2022 -

გამომცემელთა ასოციაციებმა და წიგნის ბაზრობებმა ხელი მოაწერეს IPA-ს ქარტიას Პოსტ-კოვიდურ პერიოდში სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით

21/09/2021 -

ერთწლიანი განშორების შემდეგ თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალმა სტუმრებს შეხვედრის ტრადიციულ ადგილას უმასპინძლა

28/06/2021 -

ბლოგერების კონკურსის მოკლე სია ცნობილია!

17/06/2021 -

თბილისის წიგნის XXIII საერთაშორისო ფესტივალი ბლოგერების კონკურსს აცხდებს

25/05/2021 -

თბილისის წიგნის XXIII საერთაშორისო ფესტივალი 24-27 ივნისს ფიზიკური სახით გაიმართება

20/05/2021 -

ბელარუსიის მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი

27/09/2020 -

თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი 25-27 სექტემბერს ონლაინ ფორმატში გაიმართა

26/09/2020 -