27/09/2020 -
თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალის დახურვის ღონისძიება სრულად მიეძღვნა ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს და გაიმართა სიმბოლური აქცია-პერფორმანსი. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ და საქართველოს პენცენტრმა ქართულ, ინგლისურ და ბელარუსულ ენებზე წაიკითხეს ბელარუსი მწერლებისა და ზოგადად ბელარუსი ხალხის მხარდამჭერი საჯარო წერილი.
ასევე ქართველმა მწერლებმა, შოთა იათაშვილმა და თამთა მელაშვილმა, ბელარუსული სათვისტომოს წარმომადგენელ ოლგა გრადინართან ერთად ქართულ და ბელარუსულ ენებზე სიმბოლურად წაიკითხეს ბელარუსული ლექსები. მიმართვის სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე: http://www.gpba.ge/ge/new/179/