მსახიობები ლიტერატურისათვის


თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია პროექტი „მსახიობები ლიტერატურისათვის“.

ფესტივალის ფარგლებში საგამოფენო ცენტრის სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში თეატრისა და კინოს მსახიობები ქართველი თუ უცხოელი ავტორების ქართულ ენაზე გამოცემულ წიგნებს წარადგენენ. ცნობილ ხელოვანებთან ერთად პროექტში მონაწილეობას მოზარდებიც იღებენ. ყოველი დღის ბოლოს კი ფესტივალის სტუმრებს მსახიობები ქართველი დრამატურგების პიესების მიხედვით მოკლე წარმოდგენებს სთავაზობენ.

პროექტის ავტორია მსახიობი ნინო კასრაძე, რომელმაც ლიტერატურის პოპულარიზაციისა და სახელოვნებო სივრცეში უფრო მეტად ინტეგრაციის მიზნით არაერთი მსახიობი გააერთიანა.

პროექტში მონაწილეობას იღებდნენ: ნანი ჩიქვინიძე, ბაია დვალიშვილი, მარინა ჯანაშია, მერაბ ნინიძე, რუსიკო ბოლქვაძე, გიორგი შარვაშიძე, ლილი ხურითი, დარეჯან ხარშილაძე, კახა კინწურაშვილი, დათუნა გოცირიძე, ნატო მურვანიძე, ნანა ხურითი, თემიკო ჭიჭინაძე, ია სუხიტაშვილი, ქეთი ხიტირი, ლელა მებურიშვილი, გიორგი ბახუტაშვილი, თორნიკე გოგრიჭიანი, ზაალ ჩიქობავა, ეკა მოლოდინაშვილი, ტასო ჭანტურაია, ანა ნიკოლაშვილი, მარიამ ჯოლოგუა, ანი ტყებუჩავა, ირაკლი გოგოლაძე, თამრი ბზიავა, ნინო არსენიშვილი, შაკო მირიანაშვილი, კოკო როინიშვილი, ნინო გომართელი, გიორგი ბოჭორიშვილი, ბუკა თოლორდავა, ნინო კასრაძე, თამთა ინაშვილი და მარიტა ჯანაშია.

პროექტის „მსახიობები ლიტერატურისთვის“ წარმდგენია „სილქნეტი“.