
თბილისის წიგნის ოცდამეხუთე საერთაშორისო ფესტივალი 2023 წელს, 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით, ფიზიკური სახით გაიმართება. ფესტივალი, ტრადიციულად, ექსპო ჯორჯიას პავილიონებში ჩატარდება.
თბილისის წიგნის ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია ფოკუს ქვეყნების პროგრამა. წელს ფესტივალის ფოკუს ქვეყანა პოლონეთი იქნება.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წლის ერთ-ერთი მთავარი ლიტერატურული ღონისძიებაა, რომელსაც ათასობით მკითხველი ყოველ გაზაფხულზე მოუთმენლად ელის. იგი 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნის ფესტივალია, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით გულშემატკივარი და დამთვალიერებელი ჰყავს. ფესტივალის მიზანია საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზება, ახალი კონტაქტების დამყარება, წიგნის ბაზრის რეგიონალიზაცია და ზოგადად საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.
წინა ფოკუს ქვეყნები

TIBF 2023: პოლონეთი
25/05/2023 - 28/05/2022 11:00 - 20:00 აკაკი წერეთლის 118, თბილისი, საქართველო
პოლონეთის პროგრამა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის
25/05/2023 - 28/05/2023 11:00 - 20:00 აკაკი წერეთლის 118, თბილისი, საქართველო
TIBF 2022: თურქეთი
26/05/2022 - 29.05.2022 აკაკი წერეთლის 118, თბილისი, საქართველო
თურქეთის პროგრამა
26/05/2022 - 29/05/2022 11:00 - 20:00 აკაკი წერეთლის 118, თბილისი, საქართველო
TIBF 2019: ფინეთი
30/05/2019 - Expo Georgia
TIBF 2018: გერმანია
31/05/2018 - Expo Georgia Tbilisi