თბილისის წიგნის მე-20 საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყანა – გერმანია
ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე 2018 წლის ოქტომბერში საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგა. სწორედ ამან განაპირობა, რომ, ტრადიციისამებრ, 2018 წელს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე წიგნის გამომცემელთა და გამავცელებელთა ასოციაციამ ფოკუს ქვეყნად გერმანია აირჩია. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, სამი ავტორი და ორი გამომცემელი თბილისის წიგნის მე-20 საერთაშორისო ფესტივალის საგანგებო სტუმრები იყვნენ.
ფრანკფურტის წიგნის ხუთ დღიანი ბაზრობა უდიდესია მთელ მსოფლიოში და ნახევარ მილიონამდე დამთვალიერებელი ჰყავს. მასში ყოველწიურად ათასობით გამომცემელი, ლიტერატურული აგენტი, მწერალი, წიგნით მოვაჭრე და ჟურნალისტი მონაწილეობს. ბაზრობაზე ყოველწლიურად წარმოდგენილია ასობით ათასი დასახელების წიგნი. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ფოკუს ქვეყნის პროექტის ფარგლებში წარმატებით იყო წარმოდგენილი ოთხი გერმანული ორგანიზაცია: Schweizerbart / Borntraeger Science Publishers (www.schweizerbart.com); DOM publisher (www.dom-publishers.com); Museum für Vor- und Frühgeschichte (www.neues-museum.de); Kurt Wolff Stiftung (www.kurt-wolff-stiftung.de)