გიზიარებთ პროექტ "მსახიობები ლიტერატურისთვის" პროგრამას:
27 მაისი, პარასკევი
12.00 - ნინო კასრაძე, ანა ნიკოლაშვილი, ანი ტყებუჩავა და მაკა კასრაძე წარადგენენ პროექტს „მსახიობები ლიტერატურისათვის“.
12.30 – 13.00 ნინო კასრაძე წარადგენს იური ანდრუხოვიჩის რომანს „მოსკოვიადა“ - "სულაკაურის გამომცემლობა".
13.00-13.30 მარინა ჯანაშიას გახსენება (რუსუდან ბოლქვაძე, ნინო კასრაძე, დარეჯან ხარშილაძე).
13.30 – 14.00 რუსუდან ბოლქვაძე წარადგენს ჰაინერ მიულერის „პიესებს“ - გამომცემლობა „პეგასი“.
14.00 – 14.20 ანი ამინაშვილი წარადგენს ზაირა არსენიშვილის რომანს „ვა, სოფელო...“ – „სულაკაურის გამომცემლობა“.
14.20 – 15.00 ზაალ ჩიქობავა წარადგენს ზურაბ ოდილავაძის „ბეკერის როიალი“ - გამომცემლობა „სიესტა“, მანანა კარტოზიას ხელმძღვანელობით შექმნილ დოკუმენტური პროზის ორტომეულს „ქებათა ქება სპორტს“ - გამომცემლობა „სეზანი“.
მოზარდები წარადგენენ:
15.00 – 15.15 ჯორჯ ორუელის რომანი „1984“ (ნიკა კვარაცხელია);
15.30 – 15.45 ართურ გოლდენის რომანი „გეიშას მემუარები“ (კატო ბახტაძე);
15.45 – 16.00 ხორხე ლუის ბორხესის მოთხრობა „მსოფლიო მზაკვრობის ისტორია“ (ანდრო მინდიაშვილი);
16.00 – 16.15 ჯონ სტეინბეკის რომანი „ედემის აღმოსავლეთით“ (ელენე მინდიაშვილი).
16.15 – 17.00 - შესვენება
17.00- 17.30 გიორგი შარვაშიძე წარადგენს თემო რეხვიაშვილის რომანს „კურიერის ამბები“ – „სულაკაურის გამომცემლობა“.
28 მაისი, შაბათი
11.45-12.30 ნინო კასრაძე წარადგენს სერიას „ბავშვობის თანამგზავრები“ - გამომცემლობა „სეზანი“, ლანა ღოღობერიძის მემუარებს „რაც მაგონდება, როგორც მაგონდება“ – „სულაკაურის გამომცემლობა“.
12.30 -13.00 ირაკლი გოგოლაძე წარადგენს ელენე ჯაფარიძის რომანს „ბელზებელი“ - გამომცემლობა „პეგასი“, ზურაბ ქარუმიძის ნაწარმოებს „Belacqua“ - გამომცემლობა „ინტელექტი“.
13.00 – 13.40 ანა ნიკოლაშვილი წარადგენს ტიმოთი სნაიდერის დოკუმენტურ პროზას „ერების რეკონსტრუქცია“ - გამომცემლობა „ზიარი“.
13.40 -14.00 მარიამ ჯოლოგუა წარადგენს გურამ მეგრელიშვილის რჩევებს „როგორ ველაპარაკოთ შვილებს“ – გამომცემლობა „აზროვნების აკადემია“.
14.00 – 14.30 გიორგი მარშანია წარადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს პირველკლასელთათვის „ჟირაფი ჟოზეს სავარჯიშოების კრებული“ - გამომცემლობა „ზებრა“.
14.30 – 15.00 ანი ტყებუჩავა წარადგენს ბერნარდინ ევარისტოს რომანს „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“ - გამომცემლობა ”პალიტრა L“.
15.00 – 15.10 მარიამ თოფურია წარადგენს გოდერძი ჩოხელის მოთხრობას „წერტილი და მძიმე“ – „ელფის გამომცემლობა“.
15.10 -15.30 მარიამ წულაია წარადგენს ია კარგარეთელის რომანს „სხვა უდაბნოს საიდუმლო“
15.30 - 15.50 გიგა ჯიშკარიანი წარადგენს ემანუელე ტრევის რომანს „რაღაც ნაწერი“ - გამომცემლობა „აგორა“.
15.50 – 16.10 სალომე სუხიტაშვილი წარადგენს დავით ჯიშკარიანის დოკუმენტურ პროზას „ბუცები და ტყავის ჩექმა“ - გამომცემლობა „ზიარი“.
16.10 -16.30 ბუკა თოლორდავა წარადგენს ბოჰუმილ ჰრაბალის რომანს „მატარებლები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ“ - გამომცემლობა „დიოგენე“.
16.30 – 17.00 შესვენება
17.00 – 17.30 მარიამ ცქიფურიშვილი წარადგენს ინდური ფილოსოფიის შედევრს „აშტავაკრა გიტა“ - გამომცემლობა „არტანუჯი“.
29 მაისი, კვირა
12.15 – 12.45 ნინო კასრაძე წარადგენს გიორგი სავანელის პიესას „ეს მე ვარ, ნიკოლოზ ბარათაშვილი“ - გამომცემლობა „წიგნიერი“, კრებულს „ქართული მითიური გმირები და მათი სამყარო“ - გამომცემლობა „არტანუჯი“.
12.45 –13.30 კახა კინწურაშვილი წარადგენს ერიკ ლის დოკუმენტურ პროზას „ქართული ამბოხი ტექსელზე - ბოლო ბრძოლა ევროპაში“ - გამომცემლობა „ზიარი“, ივა ფეზუაშვილის რომანს „ბუნკერი“ - გამომცემლობა „ინტელექტი“.
14.20 – 14.40 ნანა ხურითი წარადგენს ირმა ტაველიძის რომანს „ბნელ წყლებში“ - გამომცემლობა „დიოგენე“, არჩილ ქიქოძის რომანს „ხვლიკი საფლავის ქვაზე“ – „სულაკაურის გამომცემლობა“.
14.40 – 15.00 ლილი ხურითი წარადგენს ანდრო დგებუაძისა და დეკანოზ თეოდორე გიგნაძის საუბრების კრებულს „განსხვავებული საზრისები“ - გამომცემლობა „აზროვნების აკადემია“ .
15.00 – 16.30 „ლეტერატოს“ (ხელმძღვანელი თაკო რაზმაძე) მოსწავლეები ისაუბრებენ თემებზე:
რატომ უნდა წავიკითხოთ წიგნები - თათია დათიშვილი, XI კლასი (შეეხება შემდეგ ნაწარმოებებს: სტივენ ჩბოსკის „მარტოსულობის უპირატესობანი“, ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“, რეი ბრედბერის „ფარენჰაიტი 451“) ისაუბრებს წიგნების როლზე მის ცხოვრებაში, რატომ არის წიგნის კითხვა მნიშვნელოვანი მისი თაობისთვის, რას იძლევა და რატომ არის ეს ბედნიერება.
ლიტერატურა და ჰუმანიზმი (ერიკ ემანუელ შმიდტის ნაწარმოებების მიხედვით) - ელენე ბერაძე, VIII კლასი (მიმოიხილავს შემდეგ მოთხრობებს: „ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები“, „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“, „ნოეს შვილი) ისაუბრებს კაცთმოყვარეობასა და იმაზე, რომ ლიტერატურა ადამიანს უფრო ემპათიურსა და ჰუმანურს ხდის.
რას გვატყუებს ლიტერატურა და რას - არა - ნინი მამადაშვილი და ლულუ როდონაია, XI კლასი (შეეხებიან თერგდალეულებს, პატრიოტულ ლირიკას, დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობას“) - ლიტერატურა გამოგონილი ამბებია, რომელიც რეალობაზე მეტად რეალურია. ამ კონტექსტში რამდენად სწორად არის ასახული ქართველი ერის იდენტობა მხატვრულ ლიტერატურაში? ვართ თუ არ ვართ პატრიოტი და თავისუფლებისთვის მებრძოლი ერი? ამ საკითხებს დასვამენ თავიანთი გამოსვლისას.
წიგნები და ტექნოლოგიები - მარიამ კილაურიძე, X კლასი (რეი ბრედბერის „ფარენჰეიტი 451“, უმბერტო ეკოს ნარკვევი „ინტერნეტიდან გუტენბერგამდე“, ჰარუკი მურაკამის „კაფკა პლაჟზე“) ისაუბრებს წიგნების მომავალზე და მიეცემა თუ არა დავიწყებას ისინი ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად.
მარადიული ლიტერატურა - ნიტა კვირიკაძე, XI კლასი (ჯემალ ქარჩხაძის „ბედნიერების მაძიებელი უფლისწულის“ მიხედვით) ისაუბრებს რა არის მარადიული ლიტერატურა და მის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშზე, გაავლებს პარალელს ადამიანების ცხოვრებასთან, ადამიანურ განცდებთან და მისწრაფებებთან.
ნამდვილი და ყალბი ლიტერატურა - ალასკა პოპიაშვილი, X კლასი (ფიოდორ დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი“, მიხაილ ბულგაკოვის მოთხრობები, გაბრიელ ტანიეს „ქანაანის შვილები“, ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობები). მიმოიხილავს რას ნიშნავს მისთვის ხარისხიანი ლიტერატურა, როგორია ყალბი ლიტერატურა და რატომ არის კარგი ნამდვილი ლიტერატურის კითხვა, რომელიც არის გზა კათარსისისაკენ.
წიგნების თავისუფლება - ლიზა შენგელია და ანი იაკობიძე, X კლასი (მარჯან სატრაპის „პერსეპოლისი“, რიჩარდ ბახის „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“) ისაუბრებენ თავისუფლების იდეაზე და ახალგაზრდებში მის მნიშვნელობაზე, შეეხებიან აზროვნების თავისუფლებას როგორც საწყისს და ფუნდამენტს ზოგადი უფლებების და თავისუფლებებისათვის. შეეხებიან თავისუფალ და არათავისუფალ სამყაროებს.
16.30 – 17.00 ნათია ფარჯანაძე წარადგენს ხავიერ მარიასის რომანს „ბერტა ისლა“ - გამომცემლობა „ინტელექტი“.
17.00- - 17.30 თიკა ლაღიძე წარადგენს ჰაინრიჰ ბიოლის რომანს „ბილიარდი ათის ნახევარზე“ - გამომცემლობა „სიესტა“, ვალიკო ჯუღელის ჩანაწერებს „მძიმე ჯვარი“ - გამომცემლობა „ზიარი“.
17.30 – 18.00 ტასო ჭანტურაია წარადგენს ალბერ კამიუს რომანს „პირველი ადამიანი“ - გამომცემლობა „აგორა“, სალი რუნის რომანს „საუბრები მეგობრებთან“ – „სულაკაურის გამომცემლობა“.
18.00 – 18.30 თამთა ინაშვილი წარადგენს ლევან გიგინეიშვილის მიმოხილვას „საუბრები ანტიკურ ფილოსოფიაზე“ - გამომცემლობა „აზროვნების აკადემია“.