ფესტივალის მეგობარი თიბისის საბავშვო სივრცის პროგრამა

26/05/2022 - 29/05/2022 11:00 - 20:00
აკაკი წერეთლის 118, თბილისი, საქართველო

წარმოგიდგენთ თბილისის წიგნის ფესტივალის საბავშო სივრცის პროგრამას


ხუთშაბათი, 26 მაისი

12:30 - 13:30 ებრუს ჩვენება, წყალზე ხატვის ხელოვნება, „იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი“

13:30 - 14:00 შოთა იათაშვილის საბავშვო წიგნის „ნათიას და თათიას თავგადასავალი“ წარდგენა, გამომცემლობა „პალიტრა L“

14:00 - 15:00 ვორქშოფი ბავშვებისთვის: ზაირა არსენიშვილის „მოკლე კატოს თავგადასავლის“ ილუსტრატორთან, თათია ნადარეიშვილთან ერთად, სულაკაურის გამომცემლობა

15:00 - 15:30 თამრი ფხაკაძის წიგნის, „ბებე, მაწანწალების უფლისწული“ წარდგენა, გამომცემლობა „პალიტრა L

15:30 - 16:30 შეხვედრა და ვორქშოფი „როგორ ველაპარაკოთ ბავშვებს ისე, რომ მოგვისმინონ და როგორ ვესაუბროთ ბავშვებს ისე, რომ გველაპარაკონ“. შეხვედრა სოფო მუსერიძესა და ნინი ჩიქოვანთან. ცნობისმოყვარე პანდა

 17:00 -17:30 შეხვედრა არტანუჯის ბესტსელერის ილუსტრატორთან, ვარლამ ჯმუხაძესთან, გამომცემლობა "არტანუჯი"

პარასკევი, 27 მაისი

13:00 - 14:00 სათამაშოების მაღაზია "პეპელას" გასართობი პროგრამა, სიმღერა და თამაშობანა - ჟოზე, ჟოზეფინა, სპილო პიო და მაიმუნი მამანი ჟოზეს ანიმაციებიდან

14:00 - 14:40 ხიდების აგება საბავშვო წიგნებით, სპიკერი: ბეთულ საინი, მელიქე გუნიუზი, ლელა ცუცქირიძე, ფოკუს ქვეყნის ღონისძიება

16:00 - 16:30 გურამ ოდიშარიას წიგნის „სალამიას“ წარდგენა, გამომცემლობა ინტელექტი

შაბათი, 28 მაისი

12:30 - 13:00 ვიხალისოთ ერთად მხიარული ლექსებით ვასო გულეურთან ერთად, ილუსტრირებული ბარათების წარდგენა, წარმდგენი: ვასო გულეური, გამომცემლობა „შემეცნება“

13:00 - 13:30 მარიამ წიკლაურის წიგნის „ჩემი აფრიკელი ბებია“ წარდგენა, გამომცემლობა „პალიტრა L“

13:30 - 14:00 „ჩვენ ყველანი თავისუფლებისთვის დავიბადეთ“ – ილუსტრირებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის წარდგენა. წარმდგენი: გვანცა ჯობავა, გამომცემლობა „ინტელექტი“

14:00 - 14:30 გამომცემლობა „შემეცნების“ ახალი გამოცემების, ლია შალვაშვილის საბავშვო წიგნის „ჯადოსნური ფიგურების ქვეყანა“, მარიამ წიკლაურის „რა ჰქვია შენს მეგობარს – წიგნი ბარათებით,“ და „ბარათები შემეცნებითი თამაშებისთვის“ წარდგენა, გამომცემლობა „შემეცნება“

14:30 - 15:00 ლელა ცუცქირიძის საბავშვო წიგნის „ბებოს ბავშვი დაუტოვეს“ წარდგენა, გამომცემლობა „შემეცნება“

15:00 - 16:00 საბავშვო თოჯინური სპექტაკლი „ესმამ დაქოქა მანქანა“, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი, საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება

16:00 - 18:00 სასწავლო ცენტრ „ლოგიკმეტრის“ შეჯიბრი/გათამაშება

კვირა, 29 მაისი

12:30 - 13:00 თუთა ჯგუშიას წიგნის „კარგად ყოფნის წესები“ წარდგენა, გამომცემლობა „პალიტრა L“

13:00 - 14:00 როგორ შევქმნათ მინიატურული წიგნები? გიორგი ლიპარიშვილის ვორქშოპი ბავშვებისთვის, სულაკაურის გამომცემლობა

14:00 - 16:00 სასწავლო ცენტრ „ლოგიკმეტრის“ შეჯიბრი/გათამაშება

16:00 - 16:30 სერიის „ბავშვობის თანამგზავრები“ ახალი წიგნების, ვასო გულეურის „ქუჩის ძაღლები“ და ოლესია თავაძეს „ბუსუნსულა და პასკუალინა“ წარდგენა, გამომცემლობა „სეზანი“

16:30 - 17:30 ელფის გამომცემლობის სერიის „მე მიყვარს კითხვა“ ოთხი ახალი წიგნის თეა ლობჟანიძის „ზაბიზუბური ამბები“,  ქეთი კვიტატიანი: „მეგი პორპინსი და სხვა მოთხრობები“, ნინო ზედელაშვილის „ნუ მოსწყევტთ, იებს“ (მოგონებები გოდერძი ჩოხელზე) და თამარ ადამიას „მხიარული ხაზები“ წარდგენა, ელფის გამომცემლობა