საგამომცემლო პრიორიტეტი: მრავალფუნქციური და განმავითარებელი ხის სათამაშოებისა და მონტესორის საბავშვო ავეჯის წარმოება.
საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე
უფლებების მენეჯერი: ნინო რაზმაძე
აღწერა:
კომპანია გოგორა 2021 წელს დაარსდა. ჩვენი ღირებულებითი სისტემა ჰუმანიზმის, ინტელექტუალური სიღრმის, ხარისხის შეგრძნებისა და გარემოზე ორიენტაციის პრინციპებს ეფუძნება. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ბავშვებისთვის ჯანსაღი, უსაფრთხო და განმავითარებელი გარემოს შექმნას და ამ პროცესში ძველი, ნაცადი იდეები და თანამედროვე მიდგომები გამოვიყენოთ. ჩვენი პროდუქტები ინსპირირებული და თავსებადია მონტესორის, პიკლერის, ვალდორფის ბავშვთა აღზრდის ჰუმანისტურ მეთოდებთან. გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და „აწარმოე საქართველოში“-ს მხარდაჭერით ჩვენ შევძელით აჭარის მთიანეთსა და თბილისში ევროსტანდარტების შესაბამისი, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკუთარი წარმოების შექმნა. სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობითა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილების გაზიარებით ვქმნით ევროპული დირექტივის (2009/48/EC) შესაბამის ევროპული ხარისხის პროდუქტს ჩვენი პატარებისთვის.