საგამომცემლო პრიორიტეტი: ინგლისურენოვანი კომიქსები და მანგა, იაპონურენოვანი მანგა, არტბუქები
საკონტაქტო პირი: ზურაბ ნაროზაული
უფლებების მენეჯერი: ანი ზედელაშვილი
აღწერა:
საქართველოში კომიქსების და მანგების პირველი ფიზიკური მაღაზია - "პარსეკ1" შეიქმნა 2017 წელს და უკვე 5 წელია რაც ქვეყანაში კომიქსების და მანგების კულტურის გავრცელება-განვითარებაზე ზრუნავს, ამ მომენტისთვის მაღაზია მომხმარებელს ქვეყნის მასშტაბით ინგლისურენოვანი კომიქსების და მანგების ყველაზე დიდ არჩევანს სთავაზობს, ინგლისურთან ერთად პარსეკში უკვე ხელმისაწვდომია ორიგინალი, იაპონურენოვანი მანგაც. პარსეკი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ კომიქსების მხატვრებთან და ხელს უწყობს მათი ნამუშევრების რეალიზებას.