საგამომცემლო პრიორიტეტი: პრიორიტეტები: ქართული ლიტერატურის ინგლისურენოვან, თანამედროვე, მკითხველამდე მიტანა ახალი ფორმებით და გზებით . ლიტერატურის და ტექნოლოგიის სინთეზი ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი ქალების და გოგონების უფლებების სწავლებისთვის.
საკონტაქტო პირი: ანა გაბუნია
უფლებების მენეჯერი: ანა გაბუნია
აღწერა:
პროექტი "Georgian literary outreach Worldwide" ქართულ -ამერიკული თანამშრომლობის ნაყოფია. მისი სულისჩამდგმელი კი არის ახალბედა დედა, რომელმაც ის თავის გოგონას მიუძღვნა.
პროექტი კომპლექსური, ნოვატორული და ავთენტური ნაშრომია. ჩვენ ვქმნით ახალს, მაგრამ პატივს ვცემთ ორიგინალს.
პროექტის პირველადი მიზანია ახალი კუთხით დაანახოს, გააცნოს და მიიტანოს 21-ე საუკუნის ინგლისურენოვან მკითხველამდე მსოფლიო საგანძურად წოდებული, საქართველოს ოქროს ხანის პოემა "ვეფხისტყაოსანი".
პროექტის ფარგლებში შექმნილი წიგნები, დამოუკიდებელი საავტორო შრომის შედეგია და წარმოადგენს იმ სინთეზს, რასაც ძველის და ახლის ურთიერთ გადაჯაჭვა გვაძლევს.
პროექტის ფარგლებში, შექმნილია წიგნების სერია, ისევე როგორც აუდიო წიგნები და ჩაშვებულია უამრავი ქვეპროექტი, რომელსაც წლის ბოლომდე იხილავს მსოფლიო.
წიგნი წარმოდგენილია არამარტო საქართველოში არამედ ინგლისურ ენოვანი ქვეყნებშიც.