საგამომცემლო პრიორიტეტი: ქართული და უცხოური საბავშვო გამოცემები, საგანმანათლებლო და შემეცნებითი ლიტერატურა
საკონტაქტო პირი: მარიამ კასრაძე
უფლებების მენეჯერი:
აღწერა:
საბავშვო გამომცემლობა „ზებრა“ დაარსდა 2007 წელს. პოპულარული და საინტერესო გამოცემებით ის ზრუნავს პატარების განვითარებისთვის და უპირველეს მიზნად ისახავს, კითხვა შეაყვაროს ბავშვებს. ჩვენი გამოცემების ასაკობრივი კატეგორია ჩვილობიდან თინეიჯერობამდე ვრცელდება. „ზებრას“ ბიბლიოთეკა მდიდარია ქართული და უცხოური ზღაპრებით, ლექსიკონებით, გასაფერადებლებით, გონების სავარჯიშოებითა და აქტივობების წიგნებით, სათავგადასავლო და სხვა შემეცნებითი ლიტერატურით. 2022 წელს, „სტუდია ველოსიპედთან“ თანამშრომლობით „ზებრამ“ გამოსცა პირველკლასელთათვის განკუთვნილი სავარჯიშოთა სერიის პირველი ორი კრებული, რომელთა მთავარი პერსონაჟი ბავშვების საყვარელი ჟირაფი ჟოზეა. „ზებრამ“ ასევე შექმნა თავსატეხები და თამაშები, რომლებიც პატარებს უვითარებს ყურადღებას, ლოგიკურ აზროვნებას, ნატიფ მოტორიკას, წარმოსახვისა და სხვა უნარებს.