მწერალთა სახლი
საგამომცემლო პრიორიტეტი: ლიტერატურულ-კულტურული მიმართულება; სამუზეუმო მიმართულება; საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება; საგანმანათლებლო მიმართულება;
საკონტაქტო პირი: ნინო გოგიტიძე
უფლებების მენეჯერი:
აღწერა:
მემკვიდრეობის და ლიტერატურის პოპულარიზაცია, სალიტერატურო პროცესების ხელშეწყობა, ლიტერატურული კონკურსებისა და პრემიების დაწესება, უცხოურ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, უწყებებთან და სახელოვნებო კავშირებთან კონტაქტების დამყარება და განვითარება, ორი მუზეუმის (დ. სარაჯიშვილისა და რეპრესირებულ მწერალთა) განვითარება, ლიტერატურით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის საინტერესო პროექტების შეთავაზება, ლიტერატურული გაზეთის გამოცემა.
მწერალთა სახლი ემსახურება ქართული წიგნისა და ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, კერძოდ, ქართული ლიტერატურის და უცხოური ლიტერატურის თარგმნის პროცესის განვითარებას, ლიტერატურის მეშვეობით კულტურათშორისო დიალოგის გაღრმავებას და საერთაშორისო ლიტერატურულ და საგამომცემლო სივრცეში საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ინტელექტუალური რესურსის წარმოჩენას.