საგამომცემლო პრიორიტეტი: ხელნაწერების დაცვა, მოვლა, სამეცნიერო კვლევა, სამეცნიერო ნაშრომების გამოცემა
საკონტაქტო პირი: მარიამ ჯაბიძე
უფლებების მენეჯერი: ზაალ აბაშიძე
აღწერა:
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საცავია, სადაც დაცულია უძველესი ხელნაწერი წიგნები (როგორც ქართული, ისე უცხოენოვანი), ისტორიული საბუთები და საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივები. ამას გარდა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წარმოადგენს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველაზე მძლავრ სკოლას. ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო კვლევითი მუშაობის შედეგად და მასზე დაყრდნობით, ცენტრი დაინტერესებულ საზოგადოებას, პერიოდულად, სხვადასხვა
სახის ბეჭდურ პროდუქციას სთავაზობს.