საგამომცემლო პრიორიტეტი: დოკუმენტური პროზა (ქართული და თარგმნილი), საავტორო ალბომები, ქართველი მხატვრების რეპროდუქციები და ქაღალდის საკანცელარიო პროდუქცია;
საკონტაქტო პირი: შორენა შავერდაშვილი
უფლებების მენეჯერი: შორენა შავერდაშვილი
აღწერა:
გამომცემლობა "სეზან ფაბლიშინგი" 2014 წელს დაფუძნდა როგორც დამოუკიდებელი გამომცემლობა და მუშაობს შემდეგი მიმართულებებით: დოკუმენტური პროზა, როგორც ქართული, ისე თარგმნილი; საავტორო ალბომები და ქაღალდის საკანცელარიო პროდუქცია, მათ შორის ქართველი მხატვრების რეპროდუქციები, ბლოკნოტები, ღია ბარათები, წიგნის სანიშნეები და ასე შემდეგ;
"სეზან ფაბლიშინგისთვის" მნიშვნელოვანია ქართულენოვან მკითხველს შესთავაზოს ისეთი დარგობრივი ლიტერატურა (კინოლიტერატურა, ნატურალური სოფლის მეურნეობა, ეკოლოგია), რაც ახალია ჩვენი სივრცისთვის;
ასევე, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია საგამომცემლო საქმეში მაღალი პოლიგრაფიული სტანდარტის შენარჩუნება;