საგამომცემლო პრიორიტეტი: ფილოსოფია, ფსიქოლოგია, საბავშვო ლიტერატურა
საკონტაქტო პირი: თეონა გურგენიძე, დაჩი ფაჩულია
უფლებების მენეჯერი: თამარ ჭოველიძე
აღწერა:
აზროვნების აკადემიის გამომცემლობამ მოღვაწეობა 2021 წელს დაიწყო. ამჟამად ქართველ მკითხველს საშუალება ეძლევა, რომ გაეცნოს 30 ქართულენოვან წიგნს, რომელიც აზროვნების აკადემიამ გამოსცა. გამოცემულ წიგნებს შორის გვხვდება აზროვნების აკადემიის ლექტორების საავტორო კრებულები, სხვადასხვა ავტორთა სტატიებისგან შედგენილი წიგნები, ორიგინალი ენებიდან შესრულებული თარგმანები და ახლიდან გამოცემული მივიწყებული ქართული ლიტერატურის ნიმუშები. გამომცემლობის პრიორიტეტული მიმართულებები გახლავთ: ფილოსოფია, ფსიქოლოგია, საბავშვო ლიტერატურა, პედაგოგიკა, მხატვრული ლიტერატურა, რიტორიკა და თეოლოგია.