მონაწილეები

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

არასამთავრობო ორგანიზაცია

საგამომცემლო პრიორიტეტი: სამეცნიერო, პოლიტიკური, ეკონომიკური ლიტერატურის თარგმნა/გამოცემა

საკონტაქტო პირი: ზაზა შენგელია

უფლებების მენეჯერი: ნინო ევგენიძე

ზაქარია ფალიაშვილის ქ. 85, თბილისი 0162
+995 32 2 207 305

აღწერა:

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიის, ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკის განვითარებას. ორგანიზაცია 2002 წელს დაარსდა. დღეს ის ინფორმაციის სანდო წყაროს წარმოადგენს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, ანალიტიკოსებისა და მედიისთვის.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში გვჯერა, რომ დემოკრატია და ეროვნული უსაფრთხოება ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვთარგმნით და გამოვცემთ მსოფლიოს წამყვანი მოაზროვნეების, პოლიტიკური და სოციალური მეცნიერების ნაშრომებს, რომლებიც საზოგადოებაში პოლიტიკური დისკურსის და ლიბერალური ღირებულებების ჩამოყალიბების პროცესს განსაზღვრავენ.


სხვა მონაწილეები