საგამომცემლო პრიორიტეტი:
საკონტაქტო პირი: ზვიად კვარაცხელია, ლიკა ჭალაგანიძე
უფლებების მენეჯერი:
აღწერა:
გამომცემლობა „არტანუჯი“ 2000 წელს ამავე სახელწოდების საისტორიო ჟურნალის ბაზაზე დაარსდა. ვამაყობთ, რომ ოც წელზე მეტია ჩვენი გამომცემლობა ხარისხიან საისტორიო სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურასთან და სასკოლო სახელმძღვანელოებთან ასოცირდება. ჩვენს ერთგულ მკითხველებში მოწონებით
სარგებლობს „არტანუჯის“ მიერ გამოცემული მსოფლიო ბესტსელერების მაღალმხატვრული თარგმანები, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა, ალბომები თუ ტურისტული გზამკვლევები, ლექსიკონები, ქართული პროზა და პოეზია. ჩვენს ახალ მიმართულებაში – სერიაში „არტანუჯი ბავშვებისთვის“ პატარა მკითხველი ქართული კლასიკური ლიტერატურის გრაფიკულ ვერსიებსაც შეხვდება, „ზღაპრულ ზღაპრებსაც“ და მითებსაც.