საგამომცემლო პრიორიტეტი:
საკონტაქტო პირი:
უფლებების მენეჯერი:
აღწერა:
“კოსმო” ყველაზე მრავალფეროვანი ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდია საქართველოს მასშტაბით. დღესდღეობით “კოსმოს” ფერადი და უნიკალური აქსესუარები 7 ფილიალშია წარმოდგენილი. ასევე, მათი პოვნა შესაძლებელია საერთაშორისო პლატფორმაზე “Etsy”.
“ჩვენ თავგადასავლების მაძიებლები ვართ, სიახლეებით ვსაზრდოობთ და მუდამ ვფიქრობთ, რა შევქმნათ ახალი და ამავდროულად ჩვენი მომხმარებლების მოლოდინებს ყოველ ჯერზე გადავაჭარბოთ” - ამბობენ კოსმოელები. კოსმოში იქმნება დიზაინები, რომლებსაც არაერთხელ მიუნიჭებიათ ბედნიერება ადამიანებისთვის და მათ ცხოვრებაში ფერად და სიყვარულით გაჟღენთილ მოგონებად დარჩენილან.
ამჟამად კოსმო აწარმოებს 70-მდე დასახელების თემატურ პროდუქტს. მათ შორისაა: ნატურალური ტყავის ჩანთები, საფულეები, ხის საყურეები, ყელსაბამები, ბროშები, დღიურები და სხვა. თითოეული პროდუქტი უნიკალურია და განკუთვნილია სიახლეების და თავგადასვლების მაძიებელი, ცნობისმოყვარე ადამიანებისთვის.