მონაწილეები

გამომცემლობა პალიტრა L

გამომცემლობა

საგამომცემლო პრიორიტეტი: საბავშვო წიგნები, მხატვრული და დოკუმენტური პროზა

საკონტაქტო პირი: ნიკა ბარიშვილი

უფლებების მენეჯერი: თინათინ ასათიანი

იოსებიძის ქ. N49; თბილისი, საქართველო
032 2 38 38 71

აღწერა:

„პალიტრა L“ 2005 წელს დაარსდა მისიით, გაეღრმავებინა წიგნის სიყვარული საზოგადოებაში, დღეს კი საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული გამომცემლობაა, რომელიც წლის განმავლობაში 500-ზე მეტი დასახელების წიგნს გამოსცემს. მსოფლიო კლასიკა, თანამედროვე ბესტსელერები, თინეიჯერული მიმართულება „ლიბერთინსი“, ბიზნეს ლიტერატურა „ლურჯი ოკეანე“, ლიტ. კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“, ლიტ.კონკურსი „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“, ასევე პალიტრა L-ს ეკუთვნის აუდიოწიგნების პლატფორმა www.gudabooks.ge, რომელიც აუდიოწიგნების პირველი პლატფორმაა საქართველოში და ლიტერატურის მოყვარულებს საშუალებს აძლევს მუდამ თან ჰქონდეთ პირადი აუდიობიბლიოთეკა. აღსანიშნავია სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი „მაკულიტერატურა“, რომლის მიზანია გარემოზე ზრუნვა. პროექტის ფარგლებში წიგნის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ გაცვალონ უსარგებლო მაკულატურა მათთვის სასურველ წიგნებში. ეს წარმატებული პროექტების მცირე ჩამონათვალია. გამომცემლობა ამაყობს, რომ დიდი წვლილი მიუძღვის ქართული წიგნის განვითარებაში, საოჯახო ბიბლიოთეკების შექმნასა და ახალი თაობის წიგნით დაინტერესებაში.

სხვა მონაწილეები