მონაწილეები

სიესტა

გამომცემლობა

საგამომცემლო პრიორიტეტი: მხატვრული ლიტერატურა

საკონტაქტო პირი: ქეთევან კიღურაძე, დავით კაკაბაძე

უფლებების მენეჯერი: დავით კაკაბაძე

ირაკლი აბაშიძის ქუჩა, N33, თბილისი
+995 551 336 433

აღწერა:

გამომცემლობა „სიესტა“ დაარსდა 2004 წელს და მას შემდეგ მკითხველს სთავაზობს ქართველი და უცხოელი ავტორების პროზაულ ნაწარმოებებს, პოეტურ კრებულებს. „სიესტის“ გამოცემულ წიგნებს არაერთხელ მოუპოვებიათ პრესტიჟული ლიტერატურული პრემიები. ამჟამად „სიესტის“ მთავარი პროექტია სერია „თანამედროვე კლასიკა“, რომლის ფარგლებშიც 2023 წელს გამოიცა სინკლერ ლუისის „ეს აქ ვერ მოხდება“, ჰერტა მიულერის „სუნთქვის საქანელა“ და მიგელ დე უნამუნოს „სიყვარული და პედაგოგიკა“. 2022 წელს „სიესტამ“ საფუძველი ჩაუყარა ორ ახალ პროექტს. ესენია „პატარა შედევრები“ და „მშობლები და შვილები“. პირველის მიზანია, მკითხველს შესთავაზოს სხვადასხვა ეპოქისა და ჟანრის, ცნობილი თუ უცნობი, მცირე პროზაული ნაწარმოებები. მეორის ამოცანაა, თავი მოუყაროს მშობლისა და შვილის ურთიერთობის თემაზე დაწერილ ნაწარმოებებს.

სხვა მონაწილეები