საგამომცემლო პრიორიტეტი: იურიდიული პროფილის – სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების, ნათარგმნი და სხვა სახის ლიტერატურის გამოცემა.
საკონტაქტო პირი: გული გრიგალაშვილი
უფლებების მენეჯერი:
აღწერა:
ზვიად კორძაძის გამომცემლობა დაფუძნდა 2014 წელს და იგი უზრუნველყოფს იურიდიული ლიტერატურის გამოცემას. 2016 წელს გამოქვეყნდა წიგნი, რომელიც ეხებოდა 1921 წლის კონსტიტუციის მიღებას და მასთან დაკავშირებულ დისკუსიებს (მიეძღვნა 1921 წლის კონსტიტუციის 95 წლისთავს), და სერია - „ქართული სამართლის კლასიკა“, რომლის ორი ტომი გამოიცა და დიდი ინტერესი გამოიწვია ქართულ იურიდიულ საზოგადოებაში.
გამომცემლობას ეკუთვნის პროექტი - „აკრძალული იურიდიული ლიტერატურა“, - რომელიც სერიულია და შედგება თორმეტი წიგნისაგან. აგრეთვე საგამომცემლო ჯგუფმა მოამზადა პროექტი - „ხელნაწერი წიგნი“, რომლის ფარგლებშიც გამოიცა ივანე ჯავახიშვილის ხელნაწერი შრიფტით შექმნილი წიგნი - „ივანე ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია“.