საგამომცემლო პრიორიტეტი: ჯემალ ქარჩხაძის წიგნები, საბავშვო წიგნები, ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის მაღალპოლიგრაფიული, ილუსტრირებული გამოცემები, თანამედროვე უცხოური პროზა
საკონტაქტო პირი: გუჯა მარიკაშვილი
უფლებების მენეჯერი: რუსა ხავთასი
აღწერა:
ქარჩხაძის გამომცემლობა 2004 წლიდან მუშაობს ქართული წიგნის ბაზარზე. რა თქმა უნდა, გამომცემლობა ვერ მოიაზრება მწერალ ჯემალ ქარჩხაძის წიგნების გარეშე: ანტონიო და დავითი, ზებულონი, იგი, ქარავანი, უცნობი ქარჩხაძე — არასრული ჩამონათვალი წიგნებისა, რომლებიც ახალმა თაობამ ხელახლა აღმოაჩინა და აწ უკვე “თანამედროვე კლასიკად” წოდებული მრავალი ადამიანის გონებასა და გულს იპყრობს. გამომცემლობის არანაკლებ პოპულარული წიგნებია თანამედროვე ქართულ ენაზე გადმოცემული ჰაგიოგრაფიის ცნობილი ძეგლები, დავითიანი და საბავშვო ვეფხისტყაოსანი. ქარჩხაძის გამომცემლობის თარგმანებია თანამედროვე თუ კლასიკოსი უცხოელი ავტორების ისეთი ცნობილი წიგნები, როგორებიცაა ედემის აღმოსავლეთით, ბეჭდების მბრძანებელი, მალინა, ბრიჯერტონი, იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან და სხვა. გამომცემლობა ერთგულ მკითხველს მუდამ ანებივრებს ახალ-ახალი თარგმანებითა თუ საინტერესო პროექტებით.