საგამომცემლო პრიორიტეტი:
საკონტაქტო პირი: ირინა შავერდაშვილი
უფლებების მენეჯერი:
აღწერა:
„სეზანი“ სახელოვანი გერმანული ფირმის „ჰაიდელბერგის“ პარტნიორი საწარმოა და ევროპულ ხარისხს ამკვიდრებს ქართულ ბაზარზე. მისი საგამომცემლო ჯგუფი ცდილობს სტამბის საიმიჯო გამოცემებიც შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტს, სულისკვეთება კი ეროვნული ჰქონდეს. ამის დასტურია სერიები: „ჩვენ და „ვეფხისტყაოსანი“, დაიბადა საქართველოში“, „ქებათა ქება სპორტს", „მწერლობანა“. 2021 წელს გთავაზობთ ახალ სერიას: „ბავშვობის თანამგზავრები“; მანანა კარტოზია - „სიხარულის ჯაჭვი“, „სიყვარულის დღე, მამაშვილობა“, „სად ხვდება ადამიანი ღმერთს?“, „იმედი“, „ოჯახის მემატიანე“, „შუქურის დარაჯი − ნიკა ცისკარიძე“; მაკა ლდოკონენი - „ჯადოსნური სიტყვები“, ვასო გულეური, „დინოზავრიდან კომპიუტერამდე“, ლელა ცუცქირიძე, „კარგი დღე“, მარიამ წიკლაური, ნათია ჯანაშია, მანანა კარტოზია, „ვინ გინდა გამოხვიდე?“, ლიზა ფირცხალავა, კომიქსი „პაექრობა წინაპრებთან“, აკაკი წერეთელი „გამზრდელი“. ეს სრული ჩამონათვალი არ გახლავთ, სერიაზე მუშაობა გრძელდება.