საგამომცემლო პრიორიტეტი: ქართული პოეზიის თარგმნა უცხოურ ენებზე და უცხოური პოეზიისა და პუბლიცისტიკის თარგმნა ქართულად
საკონტაქტო პირი: ნატო ალხაზიშვილი
უფლებების მენეჯერი: ნატო ალხაზიშვილი
აღწერა:
„ზიარმა“ საქმიანობა 2015 წელს დაიწყო ვეფხისტყაოსნის ახალი ინგლისური თარგმანის გამოცემით (მთარგმნელი - ლინ კოფინი). ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვეფხისტყაოსანი თექვსმეტმარცვლიანი შაირით ითარგმნა ინგლისურად.
„ზიარმა“ ასევე გამოსცა ქართველი პოეტების რამდენიმე კრებული, თუმცა, ამავდროულად, შეიცვალა პრიორიტეტი და მიზნად დაისახა დაეხმაროს საზოგადოებას ისტორიის გაკვეთილების გააზრებაში. ჩვენი გამომცემლობა ქართველ მკითხველს სთავაზობს დოკუმენტურ პროზას (თარგმნილსა და ქართულს), რომელიც სხვადასხვა რაკურსით წარმოაჩენს საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ბოლოდროინდელ გამოცდილებას.