საგამომცემლო პრიორიტეტი: ჟურნალი ინდიგო
საკონტაქტო პირი: თამარ პაპავა
უფლებების მენეჯერი: ნატა ძველიშვილი
აღწერა:
გამომცემლობა ინდიგო 2015 წლიდან გამოსცემს ყოველკვარტალურ კულტურულ-საზოგადოებრივ ჟურნალს -„ინდიგო“. 2018 წლიდან ინდიგომ დაიწყო დოკუმენტური პროზის გამოცემაც. ამჟამად ინდიგო სპეციალიზდება რამდენიმე მიმართულებით: ვრცელი, მაღალპოლიგრაფიული ხარისხით დაბეჭდილი ფოტოწიგნები ხარისხიანი ლიტერატურული ტექსტების თანხლებით; კვლევაზე დაფუძნებული ესეების კრებულები სხვადასხვა თემაზე, ზეპირი ისტორიები, დოკუმენტური პროზა, სამოგზაურო გზამკვლევები.