მონაწილეები

კამპანია „კაცები ზრუნავენ“

კამპანია

საგამომცემლო პრიორიტეტი: კაცების ჩართულობის გაზრდა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში

საკონტაქტო პირი: მირიან ჟუღელი

უფლებების მენეჯერი: ნინია მაჭარაშვილი

ქ. თბილისი, ირაკლი გამრეკელის ქ #19
593656294

აღწერა:

კამპანია “კაცები ზრუნავენ” 2014 წელს შეიქმნა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის მიერ.

2014 წელს, საქართველოში პირველად გამოქვეყნდა კვლევა კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში რომელმაც აჩვენა, რომ გენდერული როლები არათანაბრადაა გადანაწილებული. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა კამპანია, რომლის მიზანია კაცების ჩართულობის, პოზიტიური მშობლობის, ძალადობის აღმოფხვრის და ოჯახებში როლების თანაბარი გადანაწილების ხელშეწყობა.

კამპანიამ არაერთი ღონისძიება თუ ინიციატივა განახორციელა, მათ შორის არის:

  • მამის დღის დაფუძნება
  • მამების სკოლა
  • მამაკაცური საუბრები
  • მამების თასი
  • მამების ჯგუფი
  • ბავშვებისა და მშობლების 6 სხვადასხვა საკითხავის გამოცემა
  • სატელევიზიო პროგრამები
  • ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები
  • და სხვა

2018 წელს Emerging Europe-მა წლის საუკეთესო ინიციატივად გენდერული თანასწორობის მისაღწევად ევროპაში კაცები ზრუნავენ დააჯილდოვა, ხოლო 2022 წელს კამპანია ოფიციალურად გახდა MenCare Global-ისა და MenEngage-ის ქსელის წევრი.


სხვა მონაწილეები