საგამომცემლო პრიორიტეტი: მეგრული ფოლკლორული ზეპირსიტყვიერების ნიმუშების გამოცემა,თარგმნა.
საკონტაქტო პირი: მარიამ მორგოშია 599044121
უფლებების მენეჯერი: Margo Luchko
აღწერა:
„არიკი“ დაარსდა 2022 წელს და ემსახურება მეგრული ენის, კულტურისა და ფოლკლორის პოპულარიზაციას. ჩვენი მიზანია, თაობები, რომლებმაც უკვე იციან მეგრული ენისა და ზეპირსიტყვიერების ფასდაუდებლობის შესახებ, ამაყობდნენ იმით, თუ რა ენაზეც საუბრობენ, ხოლო ახალგაზრდები კი - იცნობდნენ და პატივს სცემდნენ მეგრულ ენას.
„არიკი“ აქტიურად აორგანიზებს და ერთვება სხვადასხვა ღონისძიებებში, სადაც მეგრული ჯადოსნური ზღაპრები მუდმივად იქცევს ყურადღებასა და დაინტერესებას. „არიკი“-ს პროექტია წიგნების სერია „ჩემი მეგრული ჯადოსნური ზღაპრები“, რომელშიც გაერთიანებულია სულ 10 საზოგადოებისთვის უცნობი ზღაპარი. „არიკმა“ ყურადღება მალევე მიიქცია წიგნებისა და პრომო მასალების (სტიკერები, სანიშნები, გასაფერადებლები, ჭიქები) განსაკუთრებული ხარისხით. ჩვენი ლიტერატურა ემსახურება, როგორც ისტორიის და კულტურის შემონახვას და თაობიდან თაობამდე მის გადაცემას, ასევე ჩვენი ერთგული მკითხველების ბიბლიოთეკის გალამაზებას.