საგამომცემლო პრიორიტეტი: საბავშვო ლიტერატურა
საკონტაქტო პირი: თინათინ დიდებულიძე
უფლებების მენეჯერი: ლეილა კირთაძე
აღწერა:
„ელფის“ გამომცემლობა 1996 წლის მარტში დაარსდა. მისი დამფუძნებელი პროფესიით ჟურნალისტი და მთარგმნელი თინათინ დიდებულიძე გახლავთ. „ელფის“ გამომცემლობა თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ და უმსხვილეს გამომცემლობებთან, ასევე ყოველწლიურად წარმოდგენილია ფრანკფურტის (გერმანია) წიგნის და ბოლონიის (იტალია) საბავშვო წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე. დღესდღეობით „ელფის“ გამომცემლობა ერთ-ერთი წამყვანი გამომცემლობაა საქართველოში. საგამომცემლო პრიორიტეტები: მხატვრული, საბავშვო, სამეცნიერო-პოპულარული და საგანმანათლებლო-შემეცნებითი ლიტერატურა, ენციკლოპედიები, ატლასები და სხვა.