თბილისის წიგნის 22- ე საერთაშორისო ფესტივალი

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 25-27 სექტემბერს თბილისის XXII წიგნის საერთაშორისო ფესტივალი სრულად ონლაინ ფორმატში გაიმართა. ფესტივალი ოფიციალურად 25 სექტემბერს 12:00-ზე გაიხსნა და პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება 25, 26 და 27 სექტემბერს 12:00-დან 19:00 საათამდე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი პირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცა.

თბილისის წიგნის ფესტივალში მონაწილეობა 20-ზე მეტი გამომცემლობა მიიღო. თითოეულმა მათგანმა მკითხველებს სპეციალური საფესტივალო ფასდაკლება შესთავაზა. წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა განხორციელდა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ვებგვერდზე www.gpba.ge.

-