საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის განცხადება

ძვირფასო მეგობრებო, პარტნიორებო, ასოციაციის წევრებო და თემით დაინტერესებულო საზოგადოებავ,


გაზრდილი ინტერესებიდან გამომდინარე, ასოციაციამ გადაწყვიტა მოგაწოდოთ ინფორმაცია მაისის თვეშიდაგეგმილ თბილისის წიგნის ფესტივალთან დაკავშირებით და გაცნობოთ, რომ ტრადიციული თბილისისწიგნის საერთაშორისო XXVII ფესტივალი” 29 მაისიდან - 1 ივნისის ჩათვლით გაიმართება.


ფესტივალს წელსაც ეყოლება არაერთი მონაწილე, პარტნიორი და მხარდამჭერი. ღონისძიებაშიმონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და საერთაშორისო გამომცემლობები, მწერლები, მცირე და საშუალოზომის ორგანიზაციები, წიგნის ავტორები, წიგნიერების თემაზე მომუშავე კომპანიები და სხვა თემითდაინტერესებული ადამიანები.


ვგეგმავთ, წლევანდელი ფესტივალი იყოს კიდევ უფრო საინტერესო და, რაც მთავარია, მკითხველისინტერესებზე მორგებული.


აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ მედიაში გავრცელდა გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაცია, თითქოს ფესტივალი არ გაიმართება მაისში. გავრცელებული მასალა წარმოადგენს სრულდეზინფორმაციას. ვიმედოვნებთ, რომ ეს არ არის მიზანმიმართული ქმედება დააზიანონ მკითხველისადა მონაწილე ორგანიზაციების ინტერესები, შესაბამისად, განზრახ შეცდომაში შეიყვანონდაინტერესებული ადამიანები და ჩვენი პარტნიორები!


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ასოციაცია, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება და მკითხველთანმეგობრობისა და ურთიერთობის დიდი ტრადიცია აქვს, კიდევ უფრო გაზრდილი მოტივაციით ხვდებაწლევანდელ ფესტივალს და არაერთ სიახლეს გააცნობს საზოგადოებას.

ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას და მზად ვართ მეტი ენთუზიაზმით, საინტერესო აქტივობებით, ახალი გამოცემებით თქვენთან ერთად აღვნიშნოთ ეს ტრადიციული დღესასწაული.

შევხვდებით ერთმანეთს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე!