დაიწყო გამომფენების რეგისტრაცია თბილისის წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის!

დაიწყო გამომფენების რეგისტრაცია თბილისის წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის!

 

ფესტივალი 2024 წლის 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გაიმართება საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" მე-11 და მე-6 პავილიონებში. რეგისტრაცია გაგრძელდება 2024 წლის 10 აპრილის ჩათვლით.

 

დამთვალიერებლები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ სტუმრობას. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია!

ტრადიციულად, მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართველი ისე უცხოელი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მთავარი სტენდები, ხოლო მე-6 პავილიონში თავმოყრილი იქნება საბავშვო წიგნები და მათთან დაკავშირებული საბავშვო აქსესუარები.

 

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა, როგორც მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ასევე საბავშვო შემეცნებით-გასართობი კუთხე ფესტივალის პატარა დამთვალიერებლებისთვის.

 

ფესტივალი ტრადიციულად უმასპინძლებს პროექტს "მსახიობები ლიტერატურისთვის", რომლის ფარგლებში ქართველი მსახიობები 30 და 31 მაისს წარადგენენ მათ მიერ შერჩეულ წიგნებს.


ფესტივალის მხარდამჭერია თბილისის მერია. ფესტივალის მეგობარია თიბისი. ფესტივალის ციფრული პარტნიორია veli.store


რეგისტრაციისთვის ეწვიეთ მოცემულ ბმულს - https://bit.ly/34VIOXU


რეგისტრაციის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მეილზე - finance@gpba.ge