დაიწყო გამომფენების რეგისტრაცია თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის!

დაიწყო გამომფენების რეგისტრაცია თბილისის წიგნის 24- საერთაშორისო ფესტივალისთვის! ფესტივალი 2022 წლის  26-29 მაისს გაიმართება საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" მე-11 და მე-6 პავილიონებში. რეგისტრაცია გაგრძელდება 2022 წლის 1 აპრილის ჩათვლით

 

ვიზიტორები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ ფესტივალზე სტუმრობას.

 

დიდი გამოწვევებით სავსე პანდემიური წლების შემდეგ, წელს ფესტივალი სრულად უბრუნდება ტრადიციულ ფორმატს და მასშტაბებს. შესაბამისად, მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართველი ისე უცხოელი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მთავარი სტენდები, ხოლო მე-6 პავილიონში თავმოყრილი იქნება საბავშვო წიგნები და მათთან დაკავშირებული საბავშვო აქსესუარები.

 

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა, როგორც მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ასევე საბავშვო შემეცნებით-გასართობი კუთხე ფესტივალის პატარა დამთვალიერებლებისთვის.

 

თბილისის წიგნის ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია ფოკუს ქვეყნების პროგრამა.  წელს ფესტივალის ფოკუს ქვეყანა თურქეთი იქნება.

 

გარდა ამისა, ფესტივალს უბრუნდება პროექტი "მსახიობები ლიტერატურისთვის", რომლის ფარგლებში ქართველი მსახიობები წარადგენენ მათ მიერ შერჩეულ წიგნებს

 

რეგისტრაციისთვის ეწვი მოცემულ ბმულს  https://bit.ly/34VIOXU