გამომცემელთა ასოციაციებმა და წიგნის ბაზრობებმა ხელი მოაწერეს IPA-ს ქარტიას Პოსტ-კოვიდურ პერიოდში სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით

30-ზე მეტი გამომცემელთა ასოციაცია და წიგნის ბაზრობა, მათ შორის თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, ხელს აწერს ქარტიას, რომელიც უზრუნველყოფს წიგნის სექტორის მდგრად მომავალს პოსტ-კოვიდურ პერიოდში.


გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა, ბოდურ ალ ქასიმმა 2021 წლის დასაწყისში, საგამომცემლო საქმიანობისა და ინდუსტრიის სტაბილურობისთვის(InSPIRe) სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბა, რათა  კონსულტაცია გაეწია გამომცემლებისთვის პანდემიით გამოწვეული ძირითადი პრობლემების გამოსაკვეთად და შესაბამისი გამოსავლის აღმოსაჩენად. 


InSPIRe არის გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ შემუშავებული გეგმა და ინიციატივა, იმისათვის რომ გააუმჯობესოს თანამშრომლობა მთელ საგამომცემლო სპექტრში, დაწყებული წიგნის გამომცემლებიდან და გამავრცელებლებიდან, დამთავრებული მარეგულირებელ ორგანოებამდე. 


საგამომცემლო საქმიანობისა და ინდუსტრიის სტაბილურობის ქარტიაზე ხელმოწერით, საგამომცემლო ეკოსისტემის წარმომადგენლები, მათ შორის გამომცემლობები, წიგნის გამავრცელებლები, ავტორები, მასწავლებლები, წიგნის ბაზრობები, კითხვისა და წიგნიერების საერთაშორისო ორგანიზაციები - შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლონ და მხარი დაუჭირონ საგამომცემლო სივრცის გამოწვევებს პოსტ-კოვიდურ პერიოდში.


დღეისათვის IPA– ს ქარტიას 86 ხელისმომწერი გამომცემელთა ასოციაცია და წიგნის ბაზრობა ჰყავს და მათ შორის არის თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალიც.