თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გამოცხადებული ბლოგერების კონკურსის მოკლე სია ცნობილია!
ტრადიციისამებრ, ფესტივალის ბლოგერების კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ ბლოგერს შეეძლო. წლევანდელმა კონკურსანტებმა საკუთარ ბლოგებში ან ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტებში 2020-2021 წლებში ქართულ ენაზე გამოცემული წიგნები განიხილეს.
წლევანდელი კონკურსის მოკლე სია ასეთი გახლავთ:
სიკვდილის კულტურა
ავტორი: ანი დიდიშვილი
დანიელ ვისერის "მთის დედოფალი" / გამომცემლობა "ინტელექტი"
„შაშვი შაშვი მაყვალი“ - თამთა მელაშვილი
ავტორი: მანანა ერემაშვილი
თამთა მელაშვილი „შაშვი შაშვი მაყვალი“ / სულაკაურის გამომცემლობა
„კირკე“ - არც მიწისა და არც ცისა
ავტორი: მარიამ მახარაძე
მადელინ მილერის „კირკე“ / გამომცემლობა პალიტრა L
იუვალ ნოა ჰარარი – „კაცობრიობის მოკლე ისტორია”
ავტორი: ია გელიტაშვილი
იუვალ ნოახ ჰარარის "საპიენსი - კაცობრიობის მოკლე ისტორია" / სულაკაურის გამომცემლობა
სამანტა შვებლინის ლიტერატურული ციებ-ცხელება
ავტორი: თემურ ზოიძე
სამანტა შვებლინის "უსაფრთხო მანძილი" / სულაკაურის გამომცემლობა
აღნიშნული ბლოგები თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალის კატალოგში შევა და გამოქვეყნდება ფესტივალის ვებ გვერდზე: www.tbilisibookfestival.ge
სამი საუკეთესო ბლოგის ავტორი ფესტივალის მთავარ სცენაზე, 25 ივნისს, 11:00 საათზე გამოვლინდება. ისინი დაჯილდოვდებიან სპეციალური ვაუჩერებით, რომლითაც ფესტივალის ფარგლებში შეძლებენ სასურველი წიგნების შეძენას:
• I ადგილი – 150 ლარი;
• II ადგილი – 100 ლარი;
• III ადგილი – 50 ლარი.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. ფესტივალის მხარდამჭერია თბილისის მერია. ფესტივალის მეგობარია თიბისი.