დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალისთვის
ავტორი: ანა მაისურაძე
ვერნორ ვინჯი (Vernor Vinge) ამერიკელი მეცნიერია, რომელმაც შეისწავლა მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება. შემდეგ კი დაიწყო მუშაობა სან-დიეგოს უნივერსოტეტში, სადაც იკვლევს დროისა და სივრცის სინგულარობას. ჩვენთვის, მკითხველებისთვის, იმითაა განსაკუთრებით საინტერესო, რომ სამეცნიერო მუშაობის პარალელურად, წერს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურას და საკმაოდ წარმატებულადაც. მას აქვს მოპოვებული “ჰიუგოს”, “პრომეთეს” და “ლოკუსის” არაერთი ჯოლდო, სხვადასხვა ნაწარმოებისთვის. სწორედ მან ჩამოაყალიბა ტექნოლოგიური სინგულარობის კონცეფცია (მომავლის კონკრეტული წერტილი, როდესაც ტექნოლოგიური განვითარება ხდება შეუქცევადი და უკონტროლო, რაც წარმოუდგენელ ცვლილებებს იწვევს ადამიანურ ცივილიზაციაში) და სავარაუდოდ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც წარმოგვიდგინა წარმოსახვითი “კიბერსივრცე”.
“ცეცხლი უფსკრულზე” (A Fire Upon The Deep) სწორედ ტექნოლოგიური სინგულარობით გამოწვეულ ერთგვარ აპოკალიფსს გვიხატავს. ადამიანები ქმნიან ხელოვნურ ინტელექტს, მანკიერებას, რომელიც ხდება უკონტროლო და გამანადგურებელი. ადამიანებმა შეძლეს მის შეჩერება, შორეულ წარსულში, თუმცა მომავალში, ადამიანთა პატარა ჯგუფი, მიტოვებული ლაბორატორიის კვლევისას, ახერხებს პანდორას ყუთის გახსნას და მანკიერების - ბოროტი ხელოვნური ინტელექტის სამყაროში გაშვებას. რაც მათ და უამრავ სხვა ცივილიზაციას ძალიან ძვირი დაუჯდება. ვინჯი ისე უბრალოდ აღწერს მთელ ამ საშინელებას, რომ ცოტა არ იყოს რთულია გენოციდის მაშტაბების აღქმა. ალბათ ამ კოსმოსური სივრცეების აღქმას ისიც ართულებს, რომ ფიზიკის არმცოდნე ადამიანისთვის ცოტა რთული გასაგებია, თუნდაც ის თუ გალაქტიკის სხვადასხვა ნაწილში, რატომ მუშაობს ტექნიკა სხვადასხვანაირად და ა.შ. სხვათაშორის, გალაქტიკის აგებულებაა პირველი რასაც ვხედავთ რომანში. სწორედ ამ ზონების თავისებურება თამაშობს გაამწყვეტ როლს სიცოცხლისათვის ბრძოლაში. თითოეული ზონა, თავისი პირობებით განსხვავებულ ცივილიზაციებს ბადებს. რაც უფრო ახლოა ვარსკვლავური სისტემა გალაქტიკის ცენტრთან, მით უფრო პრიმიტიულია მასზე არსებული ცივლიზაციები, ხოლო გალაქტიკის გარე რკალზე ცივილიზაციები ფაქტიურად, ღმერთებს უტოლდებიან და ხშირად, არც ანაღვლებთ მათზე დაბლა მდგომი ცივილიზაციების ბედი. თუმცა სწორედ ერთი შეხედვით პრიმიტიულ ცივილიზაციაზე აღმოჩნდება წამალი მანკიერების წინააღმდეგ.
ზონების მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ ტრილოგიასაც, რომლის პირველ წიგნსაც “ცეცხლი უფსკრულზე” წარმოადგენს, “ფიქრის ზონები” ჰქვია. ტრილოგიის დანარჩენი წიგნებია “უფსკრული ცაში” და “ცის შვილები”, რომელთა ქართულად წაკითხვის დიდი იმედი მაქვს. პირველი წიგნის დასასრული ნამდვილად გიჩენს ინტერესს რომ დანარჩენი ნაწილებიც წაიკითხო.
ნაწარმოებში რამდენიმე სიუჟეტური ხაზია. თხრობა საინტერესო და ჩამთრევია. კითხულობ და პერსონაჟებთან ერთად განიცდი თითოეულ მარცხს და გაბედნიერებს გამარჯვება. მოქმედება რამდენიმე პლანეტასა და სხვადასხვა რასებს შორის ხდება. ზოგიერთი სახეობა ნამდვილად ორიგინალური და ავთენტურია.
რომანში წარმოდგენილია შემდეგი ინტელექტუალი არსებები: რომანში წარმოდგენილია შემდეგი ინტელექტუალი არსებები: ადამიანები. ძირითადად ადამიანთა ჩრდილოელ შთამომავლებს წარმოადგენენ და საუბრობენ ენაზე, რომელიც ნორვეგიულიდან არის წარმომდგარი. ძირითადად ადამიანთა ჩრდილოელ შთამომავლებს წარმოადგენენ და საუბრობენ ენაზე, რომელიც ნორვეგიულიდან არის წარმომდგარი. მანკიერება (Blight) უძველესი, ადამიანების მიერ შექმნილი ხელოვნური ზეინტელექტი, იგი ბოროტია. იოლად მანიპულიტებეს ექნოლოგიებითა და ორგანული არსებებითაც. იპყრობენ სხვებს და ვრცელდებიან. უძველესი, ადამიანების მიერ შექმნილი ხელოვნური ზეინტელექტი, იგი ბოროტია. იოლად მანიპულიტებეს ექნოლოგიებითა და ორგანული არსებებითაც. იპყრობენ სხვებს და ვრცელდებიან. დიროკიმები (Dirokimes) ადამიანებზე ძველი რასა, რომლების მათ მოსვლამდე ცხოვროფდნენ სიანდრა-ქეიზე. ადამიანებზე ძველი რასა, რომლების მათ მოსვლამდე ცხოვროფდნენ სიანდრა-ქეიზე. კალირები (Kalir) ინსექტოიდური ჰუმანოიდები, რომლებიც ვრინიმის ორგანიზაციაში მთავარ რასას წარმოადგენენ. ვრინიმი დიდი კორპორაციაა, რომელიც მართავს ინფორმაციას: გადამუშავება, გაგზავნა, მიღება და ა.შ. ინსექტოიდური ჰუმანოიდები, რომლებიც ვრინიმის ორგანიზაციაში მთავარ რასას წარმოადგენენ. ვრინიმი დიდი კორპორაციაა, რომელიც მართავს ინფორმაციას: გადამუშავება, გაგზავნა, მიღება და ა.შ. აფრაჰანტები ( (Aprahanti) პეპლისმაგვარი, ფერადფრთიანი ჰუმანოიდები, რომლებიც, ზღაპრული და უწყინარი შესახედაობის მიუხედავად ძალიან სასტიკი და მეომარი რასაა, რომლების მანკიერების მიერ დამყარებული ქაოსით სარგებლობენ და დაკარგული ჰეგემონიის აღდგენას ცდილობენ.
თუმცა ჩემი ფავორიტი ორი რასა მინდა ცალკე გამოვყო და ისე გაგაცნოთ.
ხროვები (Tines) კოლექტიური გონის მქონე ძაღლისმაგვარი არსებები. თითოეულის პერსონა 4-8 ელემენტს აერთიანებს. ლეკვობიდან იწვრთნებიან და ერთიანი ორგანიზმივით ფიქრსა და მოქმედებას სწავლობენ. შეუძლიათ გარდაცვლიი ელემენტები ახლით ჩაანაცვლონ და ამის საშუალებით, ზოგჯერ ასწლეულები ცოცხლობენ. ისინი არცთუ მშვიდობისმოყვარე არსებები არიან. პირველივე გამოჩენისთანავე, ისინი თავს ესხმიან ადამიანთა ხომალდს და ხოცავენ ხალხს. ეს ორ ბანაკად გაყოფილი არსებები ერთმანეთს არ ინდობენ. ერთმანეთთან წინააღმდეგ ბრძოლაში, არ ერიდებიან წამებითა და სასტიკი მეთოდებით ახალი ჯიშების გამოყვანას, უნიკალური მკვლელი ხროვების შექმნას. ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილი ჯოანა ასე აღწერს მათ: “თავდაპირველად ჯოანამ იფიქრა, რომ საქმე ძაღლებთან ანდა მგლებთან ჰქონდა. თუმცა, სინამდვილეში ეს არსებები არც ერთნი იყვნენ და არც მეორე. დიახ მათ ოთხი ვიქრო ფეხი და წამახული ყურები ჰქონდათ, მაგრამ გრძელი კისრითა და წითელი თვალებით ისინი შეიძლება უზარმაზარ ვირთხებად აღგექვათ.”
მიუხედავად ერთმანეთისადმი გამოჩენილი სისასტიკის, ცბიერებისა და ვერაგობისა, ამ არსებებს დიდი ინტელექტუალური პოტეციალი აქვთ. ნიჭიერი და მოხერხებული რასაა. ძალიან ადვილად უღებენ ალღოს ადამიანურ ტექნოლოგიებს. მათი ერთ-ერთი ბელადი კი მეჩუქურთმეა, ხელოვანი და არქიტექტორია. ერთადერთი დაბრკოლება, რაც მეტ-ნაკლებად ხელს უშლით თითების არქონაა. ადამიანის ნაშიერთან დამეგობრებული ახალგაზრდა ხროვა, ამდი კი გვაჩვენებს, რომ სისასტიკე და დაუნდობლობა უფრო წვრთნის შედეგია, ვიდრე თანდაყოლილი თვისება. ადამიანებთან ურთიერთობისას ისინი ძალიან გვანან დედამიწაზე მცხოვრებ ძაღლებს. რომანის გამორჩეული ხროვები სწორედ ერთ-ერთი ლიდერი მეჩუქურთმე, ყარიბი ჯეკერამეფანი და ტირატექტი არიან, რომელიც თავის თავში გამწმენდის ბოროტ ელემენტს ებრძვის. მისი ეს ბრძოლა პიროვნულ გაორებას ჰგავს, და ძალიან საინტერესოა.
სხვათაშორის, ვერნორ ვინჯს სურდა რომანისთვის დაერქმია “ხროვებს შორის” ( "Among the Tines"), თუმცა რედაქტორმა გადააფიქრებინა.
სკროუდრაიდერები ( Skroders/Riders/Skroderiders) მცენარისმაგვარი არსება, ტოტებით, რომლებსაც ემოციების გამოსახატად იყენებს. ბუნებაში, ოდესღაც სქროურაიდერები ოკეანის ფსკერზე, უძრავად მყოფი არსებები არიან, რომლებსაც ხანმოკლე მეხსიერებაც კი არ გააჩნდათ, თუმცა 5 მილიარდი წლის წინ, ვიღაცამ ისინი ბორბლებიანი, მექანიკური საშუალებით აღჭურვა, ისევე როგორც, ხანმოკლე მეხსიერების ქონის უნარით. რის შემდეგაც, სქროუდრაიდერებმა ხელი ვაჭრობას მიჰყვეს. აი, როგორ გვიხატავს მათ ავტორი: “მოჟღურტულე არსება ექვსთვლიან ურიკაზე მდგარ პატარა, დეკორატიულ ხეს წააგავდა. ურიკა კოსმეტიკური ზოლებითა და ფუნჯებით იყო მორთული და მის 150X120 სანტომეტრი ფართობის მქონე ზედაპირზე იგივე ემბლება იყო გამოსახული, რაც დროშაზე. არსება დიდი სკროუდრაიდერი იყო, რომლის რასა თითქმის მთელ შუამიღმეთში ვაჭრობდა. სიანდრა-ქეის ჩათვლით. სკროუდრაიდერის მჭახე, ჟღურტულა ხმა ავტომატური თარჯიმნიდან მოდიოდა.”
ვაღიარებ, სწორედ ამ არსებამ დაიპყრო ჩემი გული. “ლურჟი ნიჟარა” (ასე ჰქვია წიგნის მთავარ სკროუდრაიდერ პერსონაჟს) ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პერსონაჟია, ყველა წიგნს შორის რაც კი წამიკითხავს. მე იშვიათად მიყვარდება პერსონაჟები. “ლურჯი ნიჟარა”, სწორედ ის ასეთი იშვიათ შემთხვევათაგანია. ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი მისნაირი მეგობრის ყოლით და მიუხედავად იმისა, რომ ოთახის მცენარე ორჯერ გავახმე (თან ერთი და იგივე მცენარე) “ლურჯ ნიჟარას” აუცილებლად მოვუვლიდი. არ მოვყვები მთელ იმ ამბებს რაც ამ საოცარი არსების თავს ხდება წიგნში, არ მინდა სპოილერი გამომივიდეს, თუმცა იგი ამტკიცებს, რომ სიკეთე, მეგობრობა და თავდადება, პირველ რიგში არჩევანია და ნებისმიერ არსებას შეუძლია წინ აღუდგეს მასში კოდირებულ ბრძანებებსა თუ ინსტინქტებს.
ყველა ფანტასტიკის მოყვარულს ვურჩევ წაიკითხოს ეს საოცარი წიგნი.