უკრაინის მხარდამჭერი გამოფენა თბილისის წიგნის ფესტივალზე

26/05/2022 - 29/05/2022 11:00 - 20:00
აკაკი წერეთლის 118, თბილისი, საქართველო

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი სლოგანით #GeorgiaStandsWithUkraine სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს უკრაინას და უკრაინის ლიტერატურულ ფესტივალთან „წიგნის არსენალი“ პარტნიორობით, ფესტივალის ფარგლებში, უკრაინელი ილუსტრატორების მიერ რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე შექმნილი ილუსტრაციების გამოფენას გამართავს.

 #StandWithUkraine: Art is a weapon  აერთიანებს უკრაინელი ილუსტრატორების ნამუშევრებს/

"უკრაინის წინააღმდეგ რვაწლიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ, რუსეთმა ევროპის ცენტრში უპრეცედენტო სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის შეჭრა უკრაინაში არის ყველაზე დიდი კონფლიქტი, რაც კი მომხდარა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. გამბედაობითა და მონდომებით გაერთიანებული უკრაინელები აგრესორს ყველა ფრონტზე ებრძვიან.

სანამ უკრაინის არმია აგრძელებს უკრაინის ტერიტორიის ყოველი ნაწილის დაცვას და დგას მსოფლიოს თავისუფლებისა და დემოკრატიის სადარაჯოზე, უკრაინული და მსოფლიო გამომცემლობები იცავენ ჩვენს ღირებულებებს ერთობლივი პროექტებით წიგნის ბაზრობებსა და ფესტივალებზე მთელს მსოფლიოში. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ თითოეულ ქართველს ბოლო თვეების განმავლობაში თქვენი ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის. თქვენ ბევრი გააკეთეთ და გთხოვთ იყოთ ჩვენთან გამარჯვებამდე!

გამოფენა #StandWithUkraine: Art is a Weapon წარმოადგენს უკრაინელი ილუსტრატორების ნამუშევრებს, რომლებიც ასახავს ანარეკლს საშინელ დროზე და უკრაინის იმედსა და მშვიდობაზე. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და გთხოვთ, რომ დაუდგეთ უკრაინის გვერდით, შემოგვიერთდეთ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვაში ნებისმიერი გზით.

გამოფენის ორგანიზატორები: წიგნის საერთაშორისო არსენალის ფესტივალი, პიქტორიკი

წიგნის საერთაშორისო არსენალის ფესტივალი არის Mystetskyi Arsenal-ის ყოველწლიური პროექტი და ინტელექტუალური ღონისძიება უკრაინაში. Pictoric Illustrators Club არის ილუსტრატორების, გრაფიკული დიზაინერების და მხატვრების საზოგადოება, რომლებიც ქმნიან ერთობლივ პროექტებს და აერთიანებენ ნიჭიერ ხელოვანებს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების ავტორები არიან: ანა ანდრეიევა, ოქსანა დრაჩკოვსკა, დარია ფილიპოვა, მარია ფოია, ოლეგ გრიშჩენკო, გრასია ოლიკო, ჟენია პოლოსინა, ანა სარვირა, ალექსანდრე შატოხინი, ოლგა შტონდა, ოლენა სტარანჩუკი, ილია უჰნივენკო.