გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის 125 წელი – წარსული და მომავალი

24/06/2021 - 17:00 PM UTC + 4 / 15:00 PM CET
ონლაინ ღონისძიება

ისტორიული ონლაინ ღონისძიება თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალზე!

2021 წელს გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია (International Publishers Association – IPA) 125 წლისთავს აღნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი მოწვეულ სტუმრებსა და ერთგულ დამთვალიერებელს ისტორიულ ონლაინ ღონისძიებას წარუდგენს, რომლის ფარგლებშიც, მსოფლიო ასოციაციის სხვადასხვა დროის ოთხი პრეზიდენტი - ჰიუგო ზეტცერი, მიქაელ კოლმანი, ანა მარია კაბანელასი, რიჩარდ ჩარკინი - ერთ სივრცეში მოიყრის თავს და განიხილავს მსოფლიო საგამომცემლო სფეროსათვის საკვანძო თემებს, საგამომცემლო ინდუსტრიის უწყვეტ გზას წარსულიდან მომავლისკენ.

ღონისძიების ხილვა შესაძლებელია როგორც ექპო ჯორჯიას მთავარ სცენაზე, ასევე ონლაინ, ჩვენს ფეისბუქ გვერდზე!