გუნელ მოვლუდი თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალზე

27/06/2021 - 18:40 PM
ექსპო ჯორჯია, წერეთლის 118

18:40 -19:10 სთ-ზე, მე-11 პავლიონთან მდებარე მთავარ სცენაზე გაიმართება დისკუსია მწერალ გუნელ მოვლუდთან, თემით: „ქალები, როგორც ომის მსხვერპლნი“

დისკუსიის მოდერატორი გახლავთ თანამედროვე ქართველი მწერალი, ეკა ქევანიშვილი.

შეხვედრის ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.