ფესტივალის საზეიმო გახსნა

24/06/2021 - 11:30
ექსპო ჯორჯია, წერეთლის 118

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის საზეიმო გახსნა 24 ივნისს, ექსპო ჯორჯიას მთავარ სცენაზე გაიმართება!

სტუმრებს ვიდეო მიმართვით მიესალმება გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი, ბოდურ ალ ქასიმი. ასევე, სტუმრებს სიტყვით მიმართავენ ფესტივალის ორგანიზატორები, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის წარმომადგენლები და ფესტივალის პარტნიორები.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერები არიან ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და მწერალთა სახლი. ფესტივალის მეგობარია თიბისი.