ფესტივალის მეგობარი თიბისის საბავშვო სივრცის პროგრამა

24/06/2021 - 27/06/2021
ექსპო ჯორჯია

ვიცით, რაოდენ უყვართ პატარებს ჩვენს ფესტივალზე მოსვლა და სხვადასხვა გასართობ-შემეცნებით აქტივობაში ჩართვა.

სწორედ ამიტომ, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, ფესტივალის მეგობარ თიბისისთან (TBC for Youth - თიბისი ახალი თაობისთვის) ერთად, გთავაზობთ მრავალფეროვან საბავშვო პროგრამას სპეციალურად პატარა მკითხველებისთვის:

ხუთშაბათი, 24 ივნისი, 16:00 -17:00 კითხვის საათი გოგა ჩანადირთან ერთად
ხუთშაბათი, 24 ივნისი, 17:00 - 19:00 სასწავლო ცენტრ „ლოგიკმეტრი“-ს შეჯიბრი/გათამაშება
პარასკევი, 25 ივნისი, 14:00 - 15:00 „თეკლას ბლოგის“ შეხვედრა პატარა მკითხველებთან
პარასკევი, 25 ივნისი, 15:00 - 17:00 სასწავლო ცენტრ „ლოგიკმეტრი“-ს შეჯიბრი/გათამაშება
შაბათი, 26 ივნისი - 13:00 - 14:30 სტუდია „ილუსტრატორის“ ვორკშოფი ბავშვებისთვის პასტელებით და საღებავებით საბავშვო წიგნზე „ჩამეხუტე“, ასაკი 5-6 წელი
შაბათი, 26 ივნისი - 18:00 - 19:30 „პატარა მკითხველთა კლუბი“-ს ვორკშოფი საბავშვო წიგნზე „პიერი და მთვარე“, ასაკი 5-7 წელი
კვირა, 27 ივნისი - 13:00 - 14:30 სტუდია „ილუსტრატორის“ ვორკშოფი აპლიკაციის ტექნიკით და ფერადი ფურცლებით საბავშვო წიგნზე „ძალიან მშიერი მუხლუხო“, ასაკი 5-6 წელი
კვირა, 27 ივნისი - 18:00 „პატარა მკითხველთა კლუბი“-ს ვორკშოფი საბავშვო წიგნზე „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“, ასაკი 8-11 წელი