თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეთა წიგნების შეძენა შეგიძლიათ როგორც ადგილზე, ექსპო ჯორჯიას მე-11 და მე-6 პავილიონებში, ასევე ონლაინ!
წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვის მონაწილე გამომცემლობებისა და წიგნის გამავრცელებლების ვირტუალური სტენდები ანბანური თანმიმდევრობითაა განთავსებული. მოძებნეთ თქვენთვის საინტერესო გამომცემლობა თუ წიგნის მაღაზია და სასურველი წიგნის შესაძენად ისარგებლეთ გამომცემლობის ლოგოს ქვეშ განთავსებული ორი ღილაკით.
ღილაკის „კატალოგი“ საშუალებით შეძლებთ დაათვალიეროთ საფესტივალო კატალოგი, მოიძიოთ თქვენთვის სასურველი წიგნი, რომლის ონლაინ შეძენასაც კატალოგში მითითებულ სპეციალურ საფესტივალო ფასად 25, 26, 27 და 28 და მაისს შეძლებთ იმავე გამომცემლობის ლოგოს ქვეშ განთავსებული მეორე ღილაკის გამოყენებით.
მეორე ღილაკი - „ყიდვა“ გადაგამისამართებთ წიგნის სპეციალური ონლაინ მაღაზიების ვებგვერდებზე, ფეისბუქის გვერდსა თუ ვირტუალური სივრცის სხვა პლატფორმებზე შექმნილ სხვადასხვა ტიპის ონლაინ მაღაზიებში. გაითვალისწინეთ, რომ თითოეული მსგავსი მაღაზია საფესტივალო ფასდაკლებას გთავაზობთ მხოლოდ კონკრეტული გამომცემლობ(ებ)ის წიგნებზე და აქვს წიგნის შეძენის ინდივიდუალური ინსტრუქცია, რომელსაც წიგნის შეძენამდე, კატალოგის თავფურცელზე, დეტალურად უნდა გაეცნოთ. წიგნების შეძენის შემდეგ, მათ დათქმულ ვადაში მოწოდებაზეც კონკრეტული გამომცემლობა და მათ მიერ შერჩეული ონლაინ მაღაზიაა პასუხისმგებელი.
წიგნის ფესტივალის ციფრული პარტნიორია VELI.store, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის გასამარტივებლად, საყიდლების შეძენას ერთ სივრცეში, ციფრულად გვთავაზობს.
VELI.store წიგნის ფესტივალის მთავარი პარტნიორია ონლაინ გაყიდვების მიმართულებით და ფესტივალის ფარგლებში, მკითხველებს შესაძლებლობას აძლევს, წიგნები საფესტივალო ფასად შეიძინონ. რაც მთავარია, მიწოდების სერვისი უფასოა და მოქმედებს მთელი საქართველოს მასშტაბით.