საგამომცემლო პრიორიტეტი: მწერლის და ფილოსოფოსის, გივი მარგველაშვილის ტექსტების ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა. გამოუქვეყნებელი დოკუმენტური პროზის გამოცემა. მწერლის და მთარგმნელის, ნაირა გელაშვილის ნაწარმოებების კვლავგამოცემა და ახალი თარგმანებისა და წიგნების წახალისება. ქართულ-გერმანული კულტურული თანამშრომლობის ამსახველი დოკუმენტური კვლევებისა და ლიტერატურის გამოცემა. ისტორიული და სამოგზაურო ლიტერატურის თარგმნა და გამოცემა.
საკონტაქტო პირი: ანა მარგველაშვილი
უფლებების მენეჯერი: ანა მარგველაშვილი
აღწერა:
„ALONI“ საოჯახო გამომცემლობაა. მისი უმთავრესი მიზანია ხელი შეუწყოს მწერალი და ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილის ლიტერატურის თარგმნასა და ქართულ ენაზე გამოცემას; მწერალი, პუბლიცისტი და მთარგმნელი, ნაირა გელაშვილის, შემოქმედების გამოცემას და ახალი თარგმანების წახალისებას. „ალონის“ მიზანია ასევე, გამოსცეს მე-19-20 საუკუნეების ისტორიული და სამოგზაურო ლიტერატურა; გამომცემლობა განსაკუთრებულ ყურადღებას გერმანულენოვანი მოგზაურების ჩანაწერების თარგმანსა და ზოგადად, ქართულ- გერმანული ურთიერთობების შესახებ, დოკუმენტური პროზის გამოცემას დაუთმობს.